აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Auswärtiges Amt) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 24-დან 29 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა მასტერკლასი თემაზე „გერმანული ენა და ტურიზმი“ („Tourismusdeutsch“).
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 სტუდენტს. სტუდენტები მასტერკლასისთვის შეირჩნენ კონკურსის წესით. სემინარს ხელმძღვანელობდა მოწვეული სპეციალისტი როზემარია ლიპკე (ბერლინი).
მასტერკლასი მოიცავდა როგორც თეორიულ და პრაქტიკულ სააუდიტორიო მეცადინეობას, ასევე შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, ქუთაისისა და მარტვილის ტურისტული ობიექტების დათვალიერებას. როზემარია ლიპკემ და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელმა მაქსი ბორნმანმა დადებითად შეაფასეს მუშაობის შედეგები და სტუდენტებს მასტერკლასში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.