აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობისა და განვითარების სამსახური შეიქმნა 1994 წელს. იგი წარმოადგენს უნივერსიტეტის შემადგენელ სტრუქტურულ ერთეულს და უშუალოდ ექვემდებარება უნივერსიტეტის რექტორს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურს ევალება:
1. უნივერსიტეტის მიზნების, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და პრიორიტეტების განხორციელებისას საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა;
2. ურთიერთობების დამყარება სხვა ქვეყნების სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან;
3. უცხოელი სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება;
4. რექტორის პროტოკოლი;
5. უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკდემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა;
6. მემორანდუმების, ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება
7. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში საქმიანობის კოორდინაცია;
8. უნივერსიტეტის სახელით ოფიციალური მიმოწერის წარმოება;
9. უცხოელ სტუდენტთა მომსახურება