ქართული მწერლობა ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური, კულტურულ-ესთეტიკური წინსვლისა აღმავლობისთვის სტიმულის მიმცემი. მწერლობა მყესეულად რეაგირებდა ჩვენს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტებზე და ერს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ბრუნდსა და მართალს თავის ადგილს მიუჩენდა, საზოგადოებას უზუსტესი კომპასივით აჩვენებდა ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას. ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მოპოვებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა მდიდარმა და მრავალფეროვანმა ქართულმა მწერლობამ. სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოებამ ყურადღებით მოისმინეს საჯარო ლექცია ,,26 მაისი და ქართული მწერლობა“ და დასვეს საინტერესო შეკითხვები.