აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი სიამაყით ულოცავს პროფესორ მადონა მეგრელიშვილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელს, რომელიც მას ფილოლოგიის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭა იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. ეს საპატიო ჯილდო ლოგიკური შედეგია ქალბატონი მადონას ხანგრძლივი და ნაყოფიერი აკადემიური საქმიანობისა, რაც მოცავს 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომსა და მოხსენებას, 27 დაცულ სადოქტორო დისერტაციას, ათასობით სტუდენტს, რომლებმაც მის ხელში გაიარეს, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის დიდ წარმტებებს მისი ხელმძღვანელობის 30-ზე მეტი წლის განმავლობაში. აქვე უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი ქუთაისი ნიუპორტის ასოციაციის საქმიანობაში, რის შედეგადაც უამრავი წარმატებული პროექტი განხორციელდა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი ამაყობს იმით, რომ პროფესორ მადონა მეგრელიშვილის დამსახურება ქართული ანგლისტიკის განვითარებასა და უმაღლესი განათლების დონის ამაღლებაში კიდევ ერთხელ დაფასდა.