3 მარტს, აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით აწსუ-ს ეწვია კურიკულუმის განვითარების საერთაშორისო ექსპერტი, კალიფორნიიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარგარეტ ენ სნოუ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტთან ორ აკადემიურ პროგრამაზე (საბაკალავრო პროგრამა „ინგლისური ენა და ლიტერატურა“ და ინტეგრირებული პროგრამა „ინგლისური ენის მასწავლებელი“) მუშაობის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში პროფესორ ენ სნოუს საქმიანობა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში მოიცავდა:
• სამუშაო შეხვედრებს პროგრამების და მიმართულებების ხელმძღვანელებთან პროგრამების ზოგადი სტრუქტურის, ლოგიკის და ორგანიზაციის განხილვის მიზნით;
• შეხვედრებს პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის მცირერიცხოვან ჯგუფებთან კურსების შინაარსობრივი კომპონენტების მიხედვით (მაგ.: ენობრივი უნარები, აკადემიური წერა, ინგლისური ენის თეორია, ინგლისური ლიტერატურა), სადაც განიხლებოდა სილაბუსების ლოგიკური ბმულობა;
• ინდივიდუალურ კონსულტაციებს აკადემიურ პერსონალთან თითოეული სილაბუსის სწავლის შედეგების, შეფასების სისტემის და რუბრიკების გაუმჯობესების მიზნით;
• ლექციებსა და ვორქშოფებს პროგრამის განამხორცელებელი აკადემიური პეროსნალის საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. მათი თემატიკა შემდეგი იყო: ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება, მეორე (უცხო) ენის ათვისების ძირითადი პრინციპები, სილაბუსის დიზაინის ძირითაიდ პრინციპები, კვლევის მეთოდები.
ყველა ამ აქტივობის და პროფესორ სნოუს რეკომენდაციების შედეგეად (მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პროგრამებში, მაგალითად მთლიანად გადაიხედა პროგრამის სწავლის შედეგები, სასწავლო გეგმას დაემატა რამდენიმე ახალი კურსი, შეიცვალა რამდენიმე კურსის სილაბუსის შინაარსი, მიმდინარეობს მუშაობა არაფორმალური შეფასების ფორმების დანრეგვასთან დაკავშირებით.
ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი უდიდეს მადლიერებას გამოხატავს პროფესორ ენ სნოუს მიმართ ამ უაღრესად ნაყოფიერი და დატვირთული ორკვირიანი ვიზიტის გამო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მოხერდა პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან, რაც შეუძლებელი იქნებოდა მისი ტაქტიანი და კომპეტენტური კონსულტაციების გარეშე.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტზე არა მხოლოდ კონკრეტული პროგრამების გაუმჯობესების თვალსაზრისით, არამედ აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების კუთხითაც.