საერთაშორისო კონფერენცია "ანტიკურობა და ფრანგული კულტურა"

28-29 სექტემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია "ანტიკურობა და ფრანგული კულტურა", რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ფრანკოფონული უნივერსიტეტების საერთაშორისო სააგენტოს (AUF) და საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრის საერთაშორისო პროექტის (ხელმძღვანელები პროფ. ნინო ჩიხლაძე, ასოც. პროფ. ლიანა ნოზაძე) ეგიდით და მხარდაჭერით წარიმართა. კონფერენციაში მონაწილებოდა 70 მომხსენებელი საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან (ამერიკის, რუმინეთის, უნგრეთის, მოლდოვას, ბულგარეთის, რუმინეთის, აფრიკის და სხვა) -  უკვე ძალიან გამოცდილი,  ცნობილი მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და  სტუდენტები.  ღონისძიების ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო უნივერსიტეტის IT სამსახურმა (კობა სტურუა, რეზო კინწურაშვილი).