საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

25 მარტს, 12:00 საათზე, აწსუ ადმინისტრაციული კორპუსის სამკითხველო დარბაზში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი ატარებს  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

მომხსენებლები:
1. პროფესორი სულხან კუპრაშვილი - „საქართველო რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში“;
2. პროფესორი ვლადიმერ წვერავა - „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება რუსეთის იმპერიის მიერ“;
3. აკადემიური დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა“.