2022 წლის 10-11 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა XIV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. როლანდ კოპალიანმა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ: ავთანდილ ნიკოლეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ლუკა დვალიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; დამანა მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, რევაზ შეროზია, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; იამზე ვაშაკიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი; ეკა დადიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე დუზჯეს უნივერსიტეტის (თურქეთის რესპუბლიკა) ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მაგისტრანტები. კონფერენციაზე ნაჩვენები იყო 2007-2021 წლებში ჩატარებული მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კონფერენციების ამსახველი ფოტოალბომი. მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები. ასევე, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კონფერენციებში აქტიური მონაწილეობისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ ცნობილ მეცნიერებს: დამანა მელიქიშვილს, თეიმურაზ გვანცელაძეს, მერაბ ბერიძეს, რევაზ შეროზია, მერაბ ნაჭყებიას. ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია 2007 წელს პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ დააფუძნა და ის რეგულარულად, ყოველწლიურად ტარდება, მყარი საფუძველჩაყრილი ტრადიცია ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის აქტიური მხარდაჭერით წარმატებით გრძელდება.