ფრანკოფონული უნივერსიტეტებისა და AUF-ის წარმომადგენლების ვიზიტი აწსუ-ში

28 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ფრანკოფონული უნივერსიტეტების საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ბატონი მუჰამედ კეტატა, AUF-ის წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი თამარ ღარიბაშვილი, სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტის მიზანი იყო AUF-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის „საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრი“ (პროექტის მენეჯერები პროფ. ნინო ჩიხლაძე, ასოც. პროფ. ლია ნოზაძე) ერთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ღონისძიებები. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. როლანდ კოპალიანს, კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს. აღინიშნა, რომ პროექტის მუშაობის შედეგები არის ნაყოფიერი და ორმხრივად საინტერესო, რაც განაპირობა პროექტში ჩართული ორივე მხარის (აწსუ და AUF) მაღალპროფესიულმა პარტნიორობამ. სტუმრებმა დაათვალიერეს სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ზ. ფალიაშვილის მუზეუმი და ჩვენი ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები. გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.