ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარების ფონდი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონფერენციის მოხსენებების თემატიკა:
• გრამატიკა – თანამედროვე მდგომარეობა, განვითარების ტენდენციები (მორფო–ლოგია, სინტაქსი);
• ენათა ურთიერთგავლენები თანამედროვე მსოფლიოში;
• თანამედროვე ენათმეცნიერების მეთოდოლოგიური და გნოსეოლოგიური პრობლემები;
• ენათა სემანტიკისა და გრამატიკის ფუნქციონალური და კოგნიტიური კვლევა;
• ლექსიკოლოგიური პრობლემები;
• მითოლოგიური და ფოლკლორული მოტივები;
• თანამედროვე ხელოვნების ენა;
• ტექსტის ლინგვოკულტუროლოგიური ინტერპრეტაცია;
• ენა და სიძველეთმცოდნეობა;
• თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაციები;
• ნაციონალური ენები და კულტურა, მათი სპეციფიკა და ურთიერთზეგავლენა;
• მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში;
• ჟურნალისტიკის თეორია და მეთოდოლოგია;
• ჰუმანიტარულ დისციპლინათა სწავლების მეთოდიკა;
• ჟურნალისტიკის თეორია და პრაქტიკა
• ისტორია და თანამედროვეობა
კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მუშაობას.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება 10 წუთი
მსჯელობა 5 წუთი
საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მოხსენებებს კონფერენციისათვის. საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება, ასევე დაიძებნება google scholar-სა და impact factor-ში.
გთხოვთ საკონფერენციო განაცხადი გადმოაგზავნოთ 2022 წლის 15 თებერვლამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ (ამათგან რომელიმე) მისამართზე:
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
კონფერენციის მონაწილემ, საორგანიზაციო კომიტეტის შეტყობინების შემდეგ უნდა გადაიხადოს საორგანიზაციო თანხა 40 $ (მონაწილე უცხოეთიდან), 80 ლარი (ადგილობრივი მონაწილე). თანხის გადახდა მოხდება საბანკო ანგარიშსწორებით.
25 თებერვლამდე მიიღებთ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ, 1 მარტამდე აგზავნით საკონფერენციო მოხსენებას და იხდით სარეგისტრაციო გადასახადს (საბანკო რეკვიზიტები გეცნობებათ დამატებით).
საკონფერენციო მოხსენებების კრებული ინტერნეტში განთავსდება კონფერენციის გახსნის დღეს მისამართზე enadakultura.blogspot.com; enadakultura. com. ხოლო google scholar-ში - კონფერენციის გახსნიდან 3 კვირის განმავლობაში.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.