თურქული ენის შემსწავლელი კურსები

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2022 წლის 31 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით  ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით.

https://forms.gle/Vvuyh1geqXmsM4af8
 
კურსი უფასოა სტუდენტებისთვის, რომელთაც ძირითად და  მეორად სპეციალობად არჩეული აქვთ თურქოლოგია, ისინი გადაიხდიან მხოლოდ სახელმძღვანელოს საფასურს, რომელიც 60 ლარს შეადგენს. სხვა მიმართულების სტუდენტებისთვის, სამთვიანი კურსის საფასურზე იმოქმედებს დამატებით ფასდაკლება და სახელმძღვანელოსთან ერთად თანხა შეადგენს 110 ლარს.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი ცალი ფოტოსურათი. სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის ცნობა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ნომერზე: +995 322 98 00 97 ან +995 558 55 31 24