პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი საფრანგეთში

პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება იწყება. პოსტ-სადოქტორო მობილობის პროგრამა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა (IFG) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, ორ ქართველ მკვლევარს საშუალება აქვს მოიპოვოს დაფინანსება საფრანგეთში ერთთვიანი სამეცნიერო სტაჟირების განსახორციელებლად.

პოსტ-სადოქტორო მობილობის გრანტი მოიცავს:

· კვლევით სტიპენდიას 2000 ევროს ფარგლებში
· ორმხრივ ავიაბილეთს საფრანგეთის მიმართულებით 500 ევროს ფარგლებში.

განაცხადების მიღება დაიწყება 2022 წლის 7 მარტიდან და გაგრძელდება 7 აპრილამდე.

დამატებით ინფორმაცია იხილეთ: დანართებში ან l’Institut français de Géorgie

არ გამოტოვოთ კვლევითი მობილობის პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია 2022 წლის 14 მარტს. რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა: ce formulaire

მასპინძელი დაწესებულების შესახებ კითხვებისთვის და ასევე ყველა სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშეს, ქალბატონ ნასტასია დომპსს: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სოციალური ქსელების Facebook-სა და Instagram-ის გვერდები: Campus France Géorgie, Institut français de Géorgie.