სლოვაკეთის რესპუბლიკა, ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 სამთავრობო სტიპენდიას 2022-2023 სასწავლო წლისთვის. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
მსურველებს აპლიკაციის ფორმების შევსება შეუძლიათ ონლაინ მისამართზე. მიმდინარე წლის 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია მისამართზე.
კითხვების არსებობის შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ დაეკონტაქტონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან დარეკონ ნომერზე: +421 907 551 404. ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში სტუდენტებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე.
ზემოთხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. მსურველებს ასევე შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 02.09.2022-დან 30.06.2023 -ის ჩათვლით. ენების კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე.