2023 წლის UNESCO-L’OREAL-ის ერთობლივი ჯგუფის მიერ წესდება ჯილდო, რომელიც ენიჭება მეცნიერ ქალბატონებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის ფიზიკის, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერებების დარგში. 2023 წელს აღნიშნული ჯილდო მიენიჭება 5 გამოჩენილ მკვლევარ-მეცნიერს 5 სხვადასხვა რეგიონიდან (ერთი მკვლევარი ერთი რეგიონიდან):
1. აფრიკა და არაბული ქვეყნები;
2. აზია და წყნაროკეანური ქვეყნები;
3. ევროპა;
4. ლათინული ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები;
5. ჩრდილოეთ ამერიკა.
რეგიონისადმი მიკუთვნებულობა განისაზღვრება ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობით და არა მოქალაქეობით.
კანდიდატი უნდა იყოს აღიარებული თავისი სამეცნიერო საქმიანობით საერთაშორისო საზოგადოების მიერ, აქტიურად იყოს ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში და მუშაობდეს ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში.
იმისათვის, რათა კანდიდატი განხილული იქნეს აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად იგი ნომინირებული უნდა იყოს შემდეგი პირების მიერ:
1. უნივერსიტეტის ან სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
2. სამეცნიერო აკადემიის წევრები;
3. კვლევითი კათედრის წარმომადგენლები;
4. სრული პროფესორები;
5. აღნიშნული ჯილდოს ყოფილი ლაურეანტები;
6. მეცნიერებაში მინიმუმ დოქტორის ხარისხის მქონე პირები.
აპლიკაციის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შესაბამისი პლატფორმის გამოყენებით (www.forwomeninscience.com) მ.წ. 31 მაისამდე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში (2 ფაილი).