×

შეტყობინება

EDOCMAN_LOGIN_TO_VIEW_DOCUMENT
ჩამოსატვირთად ან სანახავად აუცილებელია სისტემაში შესვლა

კორეის რესპუბლიკაში დაგეგმილი მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადა

World Women Inventors and Entrepreneurs Association-ის ორგანიზებით, კორეის მთავრობისა და ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, მ.წ. 11-13 აგვისტოს, კორეის რესპუბლიკაში დაგეგმილია მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს. ჯილდოები გადაეცემათ საუკეთესო გამოგონებისა და გუნდური შეჯიბრის კატეგორიების გამარჯვებულებს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მ. წ. 10 ივლისი. პანდემიით შექმნილი ვითარების გამო წელს ღონისძიება გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში.
დეტალური ინფორმაცია, ოლიმპიადაში მონაწილეობის პირობები და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ დანართების სახით.