2022 წლის 24 მაისს 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, საჯარო ლექციას თემაზე: „სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლების იდეალები ქართულ სინამდვილეში (ისტორიული პარალელები)“, წაიკითხავს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.