UNICEF-სა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება პროექტის-უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად- ფარგლებში.
აღნიშნული პროექტის მიზანია : უნივერსიტეტისა და პედაგოგიურ ფაკულტეტთან არსებული ბავშვის უფლებათა ცენტრის ინსტიტუციური და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ადვოკატირების გაწევა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა, გახდეს ტრენინგის სერვისის მიმწოდებელი ინკლუზიურ განათლებაში.
პროექტი ხორციელდება შემდეგი პარტნიორების ჩართულობთ: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მასწავლებლის სახლი).
იმერეთის რეგიონში პროექტში ჩაერთვება 15 საჯარო სკოლა და 10 საჯარო სკოლამდელი დაწესებულება.
პროექტის ფარგლებში მონაწილე მხარეებისათვის განხორციელდება ტრენინგები, სუპერვიზიები და კონსულტაციები.
აწსუ-ს მხრიდან შეირჩა ორი კონსულტანტი და ტრენერებად მიმართულებების მიხედვით შეირჩა პედაგოგიური ფაკულტეტის სამი აკადემიური პერსონალი. უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან პირველ ეტაპზე დაიგეგმა და განხორციელდა ტრენინგები „წიგნიერების“, „მათემატიკური წიგნიერებისა“ და „ინკლუზიური განათლების“ მიმართულებით.