6 ივნისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ,,შარქ თენქ საქართველოს“ შარქები: პავლე მგელაძე და დაჩი ჭოლაძე ეწვევიან.
შარქები იმ მიზანსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, რომლებიც გადაცემის მონაწილეებს ეძლევათ. ამას გარდა, მიმოიხილავენ სტარტაპ ეკოსისტემასა და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოსა და მსოფლიოში ტექნოლოგიური სტარტაპების ირგვლივ არსებობს.
დაჩი ჭოლაძე სტუდენტებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას საქართველოში შექმნილ სტარტაპზე, რომელსაც შეუძლია გლობალურ ბაზარზე მოწინავე პოზიციები დაიკავოს.
სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრას გაუძღვება: ნიკოლოზ გოგოჭური.
დრო: 6 ივნისი, ორშაბათი, 15:00 საათი
ადგილი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სააქტო დარბაზი
დასწრება თავისუფალია.