მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი (ჰაბი), ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია "ჯეოლაბთან" ერთად გეგმავს საზაფხულო სკოლას ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდებისთვის.
აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა 2021 წელს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველი და ევროპელი ბავშვების მხრიდან.
მიმდინარე წელს ანალოგიური საზაფხულო სკოლა იგეგმება ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.