Ecomondo 2022 გამოფენის შესახებ იტალიაში

იტალიაში, ქალაქ რიმინში 8-11 ნოემბერს გაიმართება გამოფენა Ecomondo 2022. Ecomondo-ს გამოფენა წრიული ეკონომიკის თემებს უკავშირდება, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიები და მანქანები; სისტემები და კონტეინერები ყველა სახის ნარჩენებისთვის; ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების აღჭურვილობა და მანქანები; ინტეგრირებული მონიტორინგის გადაწყვეტილებები (წყალი, ჰაერი, ნიადაგი). ბიოენერგია: ბიომასა, ბიოსთხევადი, ბიოგაზი, პროცესები და პროდუქტები; ცირკულარული ბიოეკონომიკა, ბიომასალები, ლურჯი ეკონომიკა და ა.შ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი

ECOMONDO თითოეულ ინდივიდუალურ დამტკიცებულ Buyer-ს სთავაზობს შემდეგ სარგებელს:
• 3 ღამე განთავსება
• აეროპორტის ტრანსფერი
• ტრანსფერი სასტუმროდან ექსპო ცენტრში
• შესვლის ბილეთი
• წვდომა ლაუნჯზე (ყავა, ლანჩი, wifi)
• თარჯიმანი საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად
*თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური Buyer-ის ვალდებულებაა 10 საქმიანი შეხვედრის ჩატარება იმ გამოფენებთან, რომლებსაც წინასწარ შეარჩევთ ონლაინ პლატფორმაზე.

იმ შემთხვევაში, თუ 10 საქმიანის შეხვედრის ჩატარებას არ მოისაზრებთ, შეგიძლიათ გაემგზავროთ, როგორც 8 კაციანი დელეგაციის წევრი, შემდეგი პირობებით:
• 100 ევროს სასტუმროს ვაუჩერი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ AdriaCongrex-ის მეშვეობით, რომელიც Fiera Rimini-ის ოფიციალური ტურისტული აგენტია
• ჯგუფური აეროპორტის ტრანსფერი
• ჯგუფური ტრანსფერი სასტუმროდან ექსპო ცენტრში
• შესვლის ბილეთი
• Ecomondo 2022-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.
სურვილის შემთხვევაში აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ გააგზავნოთ ელ. ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ანანო რუხაძე