საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვადასხვა კერძო დონორი ორგანიზაციის პარტნიორობით ევროპის ინოვაციების აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში ახალ პროექტს იწყებს. EIA-ს პროექტი, რომლის მასპინძლები არიან კავკასიის უნივერსიტეტი, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC) და Startup Grind Tbilisi, 2022 წლის სექტემბერში განხორციელდება.
EIA-ს პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სტუდენტის აქტიური სტატუსი აქვთ (ან უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს მიმდინარე წელს), დაინტერესებულნი არიან, შეისწავლონ მეწარმეობა და განიხილავენ ამ მიმართულებით კარიერის გაგრძელებას.
მნიშვნელოვანია, რომ EIA-ს პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება.
ბანაკში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შემდეგი აპლიკაცია უნდა შეავსონ ამა წლის 22 აგვისტომდე
დეტალური ინფორმაცია იხ. ბმული ფაილის სახით.