ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი მობილობაზე ნორვეგიის სამხრეთ აღმოსავლეთის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში

კონკურსის შედეგად შერჩეული იქნებიან სტუდენტები: 2023 წლის საგაზაფხულო მობილობისთვის ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტში - 3 სტუდენი (1სემესტრიანი სასწავლო კურსი).


კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
* CV ინგლისურ ენაზე
* სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
* ნიშნების ფურცელი
* შევსებული სააპლიკაციო ფორმა
* ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონის). აღნიშნული დოკუმენტის არ მქონე სტუდენტებისათვის ჩატარდება ტესტირება უნივერსიტეტში.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 სექტემბერი.
მისამართი: თამარ მეფის ქ., 59, საგარეო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახური