2022 წლის 27-31 ოქტომბერს, სერბეთში ახალგაზრდულ სამიტი “Open world” გაიმართება. სამიტის ორგანიზატორია ფონდი “Together for Youth - Prof. Dr. Danica Grujičiċ”.
სამიტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. სამუშაო ენებია სერბული და ინგლისური. სამიტზე ფიზიკურ რეჟიმში დასასწრებად რეგისტრაციის საფასურია - 250 ევრო, რომელიც ითვალისწინებს 4 ღამით სერბეთში ცხოვრებას, კვებას, პანელურ აქტივობებში ჩართულობასა და სერთიფიკატს. ონლაინ მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის საფასური არის - 25 ევრო.
დამატებითი ინფორმაციისა და ღონისძიების განრიგის გასაცნობად, გთხოვთ იხილოთ დანართი.