ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ბოლუ აბანთ იზეთ ბაისალის უნივერსიტეტში, თურქეთის რესპუბლიკა 2022-2023 სასწავლო წელი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (ლექციების ჩატარება მინ. 8 საათი).
მობილობის ხანგრძლივობა 5 დღე.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2023 წლის მაისის შუა რიცხვებამდე.

სწავლების ენა - თურქული (მინ. B2) ; ინგლისური (მინ. B2))
მიმართულებები: თურქული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენის სწავლება, ინგლისური თარგმანმცოდნეობა, საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა.
საჭირო დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ცნობა სამუშაო ადგილიდან (ქართულ ენაზე)
4. მობილობის ხელშეკრულება იხ. დანართი
5. თანხმობის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან. ფაკულტეტების და დეპარტამენტების ჩამონათვალი იხილეთ:
http://www.ibu.edu.tr/faculties

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ჩამოთვლილი საბუთები უნდა წარმოადგინონ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში
2022 წლის 26 ნოემბრამდე.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.ibu.edu.tr/en ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 3504, ტელ.: 24 57 84