გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი, ქალბატონი მაქსი ბორნმანი ატარებს საინფორმაციო შეხვედრას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება გაცვლითი საერთაშორისო პროგრამები, როგორც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე აკადემიური პერსონალისათვის.
დრო: 13 დეკემბერი, 13:00 საათი.
ადგილი: აწსუ საბიბლიოთეკო (XXII) კორპუსის საკონფერენციო დარბაზი,
აუდიტორია 22-208
დასწრება თავისუფალია!