ქართულ ესტონური პროექტი: "ბიზნეს-იდეის განვითარება"
პროექტის კოორდინატორი: მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახური.
პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს, ქუთაისში მეწარმეების ხელშეწყობას, მზარდი კომპანიების დაარსებასა და მათ მდგრად განვითარებას. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე შეიქმნა „ქართულ-ესტონური სამეწარმეო ცენტრი“. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, საქართველოში მენტორთა ჯგუფის შექმნას, რომელიც დააკმაყოფილებს ესტონეთის ბიზნეს სკოლის ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, ესტონეთის ბიზნეს სკოლის ინკუბატორის მოდელის მოთხოვნებს, საქართველოს ბიზნეს გარემოს და დანერგავს მას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტის აღწერა:
პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო 2016 წლის ივნისში და დასრულდა 2017 წლის მაისში, როდესაც სტუდენტთა პირველმა ჯგუფმა დაასრულა ბიზნეს იდეის ინკუბაციური მოდელი. საქართველოში მენტორთა ჯგუფის შექმნას, რომელიც დააკმაყოფილებს ესტონეთის ბიზნეს სკოლის ურთიერთთანამშრომლობის პროცესში, ესტონეთის ბიზნეს სკოლის ინკუბატორის მოდელის მოთხოვნებს, საქართველოს ბიზნეს გარემოს და დანერგავს მას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტში მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტმა, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი ბიზნეს იდეები. პროექტში ასევე ჩართული იყვნენ ქართველი მეწარმეები, რომლებმაც გაუწიეს კონსულტაციები სტუდენტებს. ესტონეთის ბიზნეს სკოლა პროექტში ჩართული იყო, როგორც მთავარი მენტორი და კონსულტანტი. ესტონეთის ბიზნეს სკოლამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროექტის ფარგლებში, გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თანამშრომლობის ფარგლებში ესტონეთის ბიზნეს სკოლა ქართველ სტუდენტებს დაეხმარა ბიზნეს ინკუბატორის მოდელის შემუშავებაში, რომელიც მორგებული არის რეგიონის სამეწარმეო გარემოსთან.
პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული გუნდი 5 დღით გაემგზავრა ტალინში და გაიარა ტრენინგ-კურსები იქაურ ბიზნეს ინკუბატორში.