აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ქუთაისის მერიისა და ERASMUS+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით 2015 და 2017 წლებში ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „უმაღლესი განათლება - ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები“ – HENTI 2015 და HENTI 2017.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის საკუთარი მოსაზრებები სწავლებისა და სწავლის, საგანმანათლებლო ინოვაციების, ელექტრონული სწავლების, განათლებასა და კვლევაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ, მოეხდინათ ახალი პროექტების პრეზენტაცია, მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებში მათთვის საინტერესო საკითხებზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
თამარ მეფის ქ. #59
(+995 0431) 240033