აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი ფუნქციონირებს 2011 წლის დეკემბრის თვიდან.
ცენტრის მიზნებია:
- სწავლა- სწავლების უწყვეტობის პრინციპის ხელშეწყობა , ახალ გამოწვევებზე რეაგირება, საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, დაინტერესებული სამიზნე ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლება რეგიონის ფარგლებში
- ტრენინგ- პაკეტებისა და სასწავლო კურსების, განმავითრებელი საზაფხულო სკოლების შემუშავება-განხორციელება
- საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სტუდენტურ თვითმმართველობასთან, არასამთავრობო/სამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორთანთანამშრომლობა
- საუნივერსიტეტო აქტივობებსა და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა
2012 წლიდან დღემდე უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ გადამზადდა 3600-მდე მსმენელი.
ცენტრი ახორციელებს 94-მდე ტრენინგ-მოდულსა და სასერთიფიკატო კურსს.
უწყვეტი განათლების ცენტრს ემსახურებიან უნივერსიტეტის ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კვალიფიციური ტრენერები. ცენტრის აქტიური/მოთხოვნადი ტრენინგ-მოდულებია:
- უცხო ენების შემსწავლელი კურსები
- პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
- ეფექტური კომუნიკაცია
- ინტერპერსონალური კომუნიკაცია
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები
- წარმატებული კარიერის შექმნა
- ინკლუზიური განათლება, რთული ქცევის მართვა
- სწავლების ინტერაქტიური მეთოდები
- სასწავლო რესურსების შემუშავება
- თანამედროვე მიდგომები სკოლამდელ განათლებაში
- სკოლამდელი განათლების მზაობის პროგრამა
- სწავლა/სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები
- პრაქტიკული/სამოქმედო კვლევა მასწავლებლებისათვის
- მოზარდთა რეპროდუქციული განვითარება და ჯანმრთელობა
- მოსწავლეთა და სტუდენტთა განმავითარებელი საზაფხულო სკოლა
- გაყიდვების მენეჯმენტი
- ბუღალტრული აღრიცხვა და კომპიუტერული პროგრამა ORIS ბუღალტერია
- ძვირფასი ლითონებისა და ქვების ექსპერტიზა
- ელექტრიკოსი
- შემდუღებელი
- მეჯამბარე
პერსონალი
უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი: ასოც.პროფ.ნატო ქობულაძე
სპეციალისტი - ეკატერინე რუხაძე
ენების შემსწავლელი კურსების მენეჯერ- კოორდინატორი- ქეთევან მამალაძე
ენების შემსწავლელი კურსების სპეციალისტი - ნესტან ხვედელიძე
მთარგმნელთა ბიუროს წარმომადგენელი - თამარ გრიგალაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია