ერაზმუს + DITECH ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში გაიმართება ტრეინინგების ციკლი  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის.
 
ტრენინგების თემა: საგანმანათლებლო ტექნილოგიების  და პლატფორმების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში

ტრეინინგის თემა: ონლაინ პლატფორმები : Info-graphic, Canva,  Miro, Camtasia, Snagit
ტრეინინგების ჩატარება ონლაინ, teams პლატფორმაზე:


7 ოქტომბერი 18:00-დან 20:00 სთ-მდე
27 ოქტომბერი 18:00-დან 20:00 სთ-მდე


სავალდებულო მოთხოვნები:
კომპიუტერში ნავიგაციის უნარი და კურსებში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის სურვილი
ტრეინინგში მონაწილეობის მხურველებს ვთხოვთ დარეგისტრირდეთ 21 ოქტომბრის 14:00 საათამდე შემდეგ ბმულზე:


https://forms.office.com/pages/designpagev2.aspx?lang=en-
US&origin=OfficeDotCom&route=Start&sessionid=205533a4-02dc-4cf6-9f54-
f773abf6c957&subpage=design&id=8YeznJ0ve0aW_6jCYRmcpghLzo1v4HVAp8nYd-
8xS89UQ1hINEE5N0JFUThRTU1OOUJURFlORUtLUC4u&analysis=false


ვორკშოპის დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები

2022 წლის 18-20 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აწსუ) გამართული  ევროკავშირის ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ RURD შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში, მოკლე საინფორმაციო სესია მიეძღვნა საერთაშორისო პროექტებს, მათ შორის ერასმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტებს SQAURE,  HEIn4, CISI and DITECH, რომლებსაც აწსუ ახორციელებს.

ერაზმუს+ პროექტის "უმაღლესი განათლების დაწესებულებების როლის გაძლიერება სამრეწველო ტრანსფორმაციაში ინდუსტრია 4.0 პარადიგმის მიმართულებით საქართველოსა და უკრაინაში"  ფარგლებში 2022 წლის 19-21 ივლისს ჩატარდა მოკლე კურსი მეწარმეებისათვის.

2022 წლის 12-14 სექტემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტის კონსორციუმის წევრებს უმასპინძლა. ტრენინგი „მესამე მისიის აქტივობების ადმინისტრირებისა და გავლების შეფასება“  ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტისა და ტურკუს უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს.

2022 წლის 16 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs) მონაწილეებმა და ტრენერებმა გასვლითი შეხვედრის ფარგლებში სკოლის პედაგოგებისათვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე სწავლების უნივერსალური დიზაინი და ინივაციური მიდგომები.