სამუშაო შეხვედრები სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელებთან გრძელდება

2019 წლის ნოემბერში Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრების სერია სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრებზე განიხილეს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის საკითხები,სამეცნიერო ნაშრომების moodle-სა და ანტიპლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის Turnitin-ის გამოყენების წესები და გრაფიკი.

ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ‘INTEGRITY’ მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.