Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) პირველი შეხვედრა

2021 წლის 17-18 თებერვალს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა ონლაინ გაიმართა და  მიეძღვნა საქართველოს უნივერსიტეტების მესამე მისიას - საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, მასში უნივერსიტეტების როლის გაძლიერებას და მისი ხარისხის გაუმჯობესებას.

შეხვედრა გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით. შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი, საქართველოში Erasmus + ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი,  რვა ქართული, სამი ევროპული უნივერსიტეტის, აგრეთვე, საერთაშორისო სააკრედიტაციო საბჭოს EFMD (ბელგია) წარმომადგენლები მონაწილეობდენ.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ https://www.square.tsu.ge/

https://www.facebook.com/SQUARE-104135198541496/