აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის
ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
INTEGRITY
პროექტის მთავარი მიზანი:
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტის მიზნები:
- პლაგიატის პრევენცია და შესაბამისი ელექტრონული პროგრამის იმპლემენტაცია ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- თანმიმდევრული PR კამპანიის ღონისძიებების ორგანიზება პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქართულ უნივერსიტეტებში;
- ეფექტური შეფასებისა და უკუკავშირის მიწოდების მიმართულებით ტრენინგ-მოდულების შემუშავება აკადემიური პერსონალისთვის;
- სტუდენტური სერვისების გაძლიერება და აკადემიური წერის მიმართულებით ინდივიდუალური სერვისების/კონსულტაციების (tutoring) შეთავაზება;
- აკადემიური წერის კურიკულუმის გადახედვა და განახლება;
- პლაგიატის საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და რესურსების შემუშავება.
ქართველი პარტნიორები
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
- შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
- დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
უცხოელი პარტნიორები
- როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
- უფსალას უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
- ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
- დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)
სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://integrity.iliauni.edu.ge/