INTEGRITY

აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის

ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

INTEGRITY

პროექტის მთავარი მიზანი:

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის მიზნები:

  • პლაგიატის პრევენცია და შესაბამისი ელექტრონული პროგრამის იმპლემენტაცია ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • თანმიმდევრული PR კამპანიის ღონისძიებების ორგანიზება პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქართულ უნივერსიტეტებში;
  • ეფექტური შეფასებისა და უკუკავშირის მიწოდების მიმართულებით ტრენინგ-მოდულების შემუშავება აკადემიური პერსონალისთვის;
  • სტუდენტური სერვისების გაძლიერება და აკადემიური წერის მიმართულებით ინდივიდუალური სერვისების/კონსულტაციების (tutoring) შეთავაზება;
  • აკადემიური წერის კურიკულუმის გადახედვა და განახლება;
  • პლაგიატის საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და რესურსების შემუშავება.

ქართველი პარტნიორები

უცხოელი პარტნიორები

სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://integrity.iliauni.edu.ge/