კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს და ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალს.
სწავლების ენა - ესპანური (მინ. B1) ; ინგლისური (მინ. B2))
სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი და ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები - 3 თვე
ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალი - 5 დღე
მობილობა უნდა განხორციელდეს 2022 წლის 31 ივლისამდე.
საჭირო დოკუმენტები დოქტორანტურის სტუდენტებისათვის (ინგლისურ ენაზე):
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
4. კვლევის გეგმა იხ. დანართი 1
5. მაგისტრის დიპლომი
6. დიპლომის დანართი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
7. სტუდენტის ცნობა (ქართულ ენაზე)
ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისათვის:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ცნობა სამუშაო ადგილიდან (ქართულ ენაზე)
4. მობილობის ხელშეკრულება აკადემიური პერსონალისათვის იხ. დანართი 2; ადმინისტრაციული პერსონალისათვის იხ. დანართი 3
5. თანხმობის წერილი მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან. დეპარტამენტების ჩამონათვალი იხილეთ.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ჩამოთვლილი საბუთები უნდა წარმოადგინონ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში 2022 წლის 18 მარტამდე
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს III კორპუსი V სართული ოთახი 3504, ტელ.: 24 57 84