კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ინფორმაცია ინგლისურენოვანი პროგრამების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე.
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა (B2).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
საჭირო დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
4. დიპლომის ასლი (მაგისტრატურის სტუდენტებისათვის)
5. ნიშნების ფურცელი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
6. სასწავლო ხელშეკრულება (უნდა შეათანხმოთ მასპინძელ უნივერსიტეტთან)
7. სტუდენტის ცნობა (ქართულ ენაზე)
განაცხადების მიღება იწარმოებს 2022 წლის 5 ნოემბრამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში (III კორპუსი, V სართუ-ლი, ოთახი 3504).
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი ან მიმართეთ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს.