აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა წარმოადგენს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის შიდა შეფასების სისტემას, რომელიც ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით, უნივერსიტეტის წესდებით, სხვა ნორმატიული დოკუმენტებითა და სტანდარტებით და ხელს უწყობს უნივერსიტეტს სტრატეგიული მიზნებისა და მისიის განხორციელებას.
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტის განვითარებისთვის საჭირო დაგეგმვის, მართვისა და მონიტორინგის განუყოფელი ნაწილია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასწავლო და კვლევითი საქმიანობის შეფასება, შეფასების შედეგების ანალიზი და მათი გამოყენება სწავლა/სწავლების პროცესის შემდგომი განვითარებისათვის.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა შედგება სხვადასხვაგვარი პოლიტიკისაგან, პროცედურებისა და ინსტრუქციებისგან/წესებისგან/გზამკვლევებისგან, რომლებზე დაყრდნობითაც წარიმართება უნივერსიტეტის საქმიანობა. ხარისხის უზრუნველყოფის კონცეფცია ეფუძნება სამ ძირითად პოლიტიკას და მოიცავს ხუთ ძირითად პროცედურას:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კონცეფცია
პოლიტიკა, პროცედურები და დანართები
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
თამარ მეფის ქ. #59
(+995 0431) 240033