აწსუში, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ინგლისური ენის კლუბის ორგანიზებით სპექტაკლი გაიმართება

24 მაისს, 17:00 საათზე, სააქტო დარბაზში (აწსუ I კორპუსი), ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ინგლისური ენის კლუბის ორგანიზებით იმართება სპექტაკლი ოსკარ უალდის პიესის „როგორი მნიშვნელოვანია, ვიყოთ სერიოზული“ მიხედვით. ეს არის კომედიური ჟანრის სპექტაკლი, სადაც ორი ბრიტანელი ჯენტლმენი ძალიან უცნაური ხერხით ცდილობს მოიგოს ქალბატონების გული. ამ რომანტიკულ, ტყუილითა და მუსიკით სავსე საღამოს, სიცილი გარანტირებულია.