2021 წლის 14 აპრილს, 14 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კონკურსი „ვინ უკეთ წერს“. კონკურსი ითვალისწინებს განსაზღვრულ დროში (45 წთ) მოცემულ თემაზე თხზულების (ჩანახატის, ნოველის, ესეს ან ლექსის) შექმნას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებს აწსუს ნებისმიერი ფაკულტეტიდან. კონკურსი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინპლატფორმაზე (Microsoft Teams) დარეგისტრირებულ ჯგუფში „ქართული ენის მიმართულება“.
სტუდენტები კონკურსში ჩაერთვებიან კორპორაციული ფოსტის საშუალებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი, ტელეფონის ნომერი, კორპორაციული ფოსტის მისამართი) უნდა გამოგზავნონ „სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის“ სასაუბროში.