6-14 ოქტომბერს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამეტს ეწვევა ალაბამის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ჯოზეფ ვუდსი, რომელიც არის ოთხი სახელმძღვანელოს და ხუთი პოეტური კრებულის ავტორი. იგი შეხვედრებს გამართავს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მიდგომების შესახებ. ასევე, წაიკითხავს ლექციებს ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის.