2021 წლის 11 ოქტომბერს აწსუ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის სტუმარი, ალაბამა-ბირმინგემის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ჯოზეფ ვუდი ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებს შეხვდა. სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია „სამხრეთული იუმორი უილიამ ფოლკნერის და ფლენერი ო’კონორის შემოქმედებაში.“
პროფესორი ვუდი იკვლევს დასავლური ლიტერატურის სწავლების სპეციფიკას ცენტრალური აზიის, კავკასიისა და რუსეთის უნივერსიტეტებში. ლექციის შემდგომ იგი სტუდენტებს გაესაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის ისტორიის სწავლების მეთოდებსა და პრინციპებზე.
ამავე საღამოს პროფესორი ვუდი „თიმზის" ჯგუფში დისტანციურად ესაუბრა ინგლისური კლუბის წევრებს ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის შესახებ და ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის მაგალითზე მან განიხილა უმაღლესი განათლების სისტემა აშშ-ში. შეხვედრას ესწრებოდა 60-ზე მეტი სტუდენტი რომლებმაც კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში.