აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სლოვაკეთის რესპუბლიკის რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული აქვს ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას. 2019 წლის 1-2 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“ მონაწილეობდა რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის ოთხი პროფესორი. 2021 წელს რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამი თვის განმავლობაში მასპინძლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროფესორ ირაკლი ცხვედიანს, რომლის ვიზიტიც დააფინანსა სლოვაკეთის რესპუბლიკის კვლევითი სტიპენდიების პროგრამამ. უნივერსიტეტებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ორ სტუდენტს.