2022 წლის 11-15 აპრილს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები:
1. ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის პირველკურსელთა აქცია – საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი „ბუკლეტების“დარიგება უნივერსიტეტისა და ქალაქის მასშტაბით – 14 აპრილი, 11 სთ.
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების სპეციალობის სტუდენტთა კონცერტი, მიძღვნილი საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი – 14 აპრილი, 13 სთ (აწსუ, სააქტო დარბაზი).
3. კონკურსი „ვინ უკეთ წერს“– 14 აპრილი, 15 სთ, აუდიტ. №1119.
4. ონლაინ ვიქტორინა IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის – 14 აპრილი, 14 სთ, აწსუ Facebook-ის გვერდზე.