2022 წლის 28 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენცია "ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათშორისი ნარკვევები".
მასში მონაწილეობა მიიღეს ინგლისური ენისა და ლიტერატურის სტუდენტებმა და ქუთაისის საჯარო სკოლების 115 მოსწავლემ. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან ერთად მოხსენებების შეფასებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ექსპერტმასაპატიო სტუმარმა ჯონ ამატომ და აგრეთვე ონლაინ რეჟიმში იმუშავა საერთაშორისო ექსპერტმა რობერტ ლიერმა.
კონფერენციამ 6 სექციად იმუშავა. მომხსენებლებმა გამოავლინეს ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა და ენის ფლობის საოცარი უნარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მოხსენების შემდეგ იყო საინტერესო შეკითხვები, რომლებზედაც მონაწილეები ამომწურავად პასუხობდნენ.
კონფერენციის დასასრულს სექციის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს შედეგები და ყველა მონაწილე დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატებითა და საჩუქრებით. "