ხართ ოცდაათ წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე? თავისუფლად საუბრობთ გერმანულად და ხართ პოლიტიკურად დაინტერესებული?
გერმანიის ბუნდესთაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში ყოველ წელს დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.
პროგრამა გრძელდება 2023 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2022 წლის 31 ივლისამდე შემდეგ მეილზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. (PDF-დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს.)
დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და პროგრამის შესახებ იხილეთ ბუნდესთაგის ვებ-გვერდზე: www.bundestag.de/ips.