საჯარო ლექცია ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიიდან“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორია - არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია სახელწოდებით: ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიიდან“.
ლექციას წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი ოთარ ნიკოლეიშვილი.
დრო: 14 ივნისი, 13:00 საათი.
ადგილი: აუდიტორია N1114 (ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, თამარ მეფის ქუჩა N59, ქ.ქუთაისი).