აწსუ-ის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გუნდმა AUF-ის კონკურსში გაიმარჯვა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გუნდმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში («Transformer les bonnes idées en start-up») გაიმარჯვა, საპროექტო წინადადებით: «Café Littéraire Numérique".
გამარჯვებული გუნდის წევრები: რომან ყურაშვილი და მარიამ ჟორჟოლიანი გაემგზავრნენ რუმინეთის დედაქალაქში, სადაც დაესწრებიან პროექტის რეალიზებისათვის მნიშვნელოვან შეხვედრებს. მათ ერთკვირიან ვიზიტს ქ. ბუქარესტში სრულად აფინანსებს AUF.
კონკურსში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონული უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.