2022 წლის 27 ნოემბერს ქ. ბათუმში ჩატარდა ხელოვნების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „თეთრი თოლია“, სადაც კლასიკური მუსიკის ჟანრში მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამის სტუდენტებმა. ამასთან, ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე მიწვეული იყო საერთაშორისო ჟიურის წევრის სტატუსით და ასრულებდა კონკურს-ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ გამოჩენილი ხელოვანები: გერმანიიდან, ბალტიისპირეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და საქართველოდან. საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა დაიმსახურეს ლაურეატის წოდებები, მოიპოვეს უფლება გალა-კონცერტში (28 ნოემბერს) მონაწილეობისა და დაიკავეს საპრიზო ადგილები:
აკადემიური სიმღერის მიმართულებით:
1. მანანა სამხარაძემ-პრან-პრი
2. ქეთევან ღავთაძემ-პირველი ადგილი
3. მაგული სამხარაძემ-პირველი ადგილი
4. დავით ბენდელიანმა-პირველი ადგილი
5. ჯემალ სინატაშვილმა-პირველი ადგილი
6. დავით სიმსივემ-პირველი ადგილი
ფორტეპიანოს მიმართულებით:
1. გიორგი ჯანგავაძემ-პრან-პრი
2. დაჩი ხარჩილავამ-გრან-პრი
სიმებიანი საკრავების მიმართულებით:
1. ქრისტინე შეყრილაძემ (ვიოლინო)-გრან-პრი
2. ნონა ჭუმბურიძემ (ვიოლინო)-პირველი ადგილი
3. მარიამ ჭაუტიძემ (ჩელო)-პირველი ადგილი
საერთაშორისო ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს მონაწილე სტუდენტების მაღალი აკადემიური დონე და დახვეწილი პროფესიული უნარ-ჩვევები, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მათ პედაგოგებსა და კონცერტმაისტერებს:
პროფესორ რამაზ კუბლაშვილს
პროფესორ ციცინო თოდუას
ასოცირებულ პროფესორ ია გიგაურს
ქალბატონ მაყვალა სანიკიძეს (სპეციალისტი)
ქალბატონ მეგი ჭანტურიას (კონცერტმაისტერი)
ქალბატონ კესო ზვიადაძეს (კონცერტმაისტერი)
ასოცირებულ პროფესორ მაკა ბაქრაძეს (კონცერტმაისტერი)