×

შეტყობინება

ჩამოსატვირთად ან სანახავად აუცილებელია სისტემაში შესვლა
EDOCMAN_LOGIN_TO_VIEW_DOCUMENT
iuridiuli.jpg
სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის ფუნქცია - მოვალეობებს შეადგენს
• უნივერსიტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის მიზნების, საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განხორციელებისათვის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.
• უნივერსიტეტის მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში.
• კომპეტენციის ფარგლებში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება.
• უნივერსიტეტის მართვის ორგანოების დავალებით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში, პროექტებზე დასკვნის მომზადება კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე.
• უნივერსიტეტის წარმომადგენლობა არბიტრაჟში და სასამართლოებში.
• უნივერსიტეტის რექტორის დავალებით სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში.
• კომპეტენციის სფეროში რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.
• უნივერსიტეტის რექტორის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

სამსახური მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია
• მიიღოს ზომები სამსახურის ფუნქციების განხორციელებისა და ამოცანების შესრულების მიზნით;
• კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლოს და მოითხოვოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და უნივერსიტეტის სხვა აქტებით დადგენილი წესების შესრულება;
• გამოითხოვოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან ინფორმაცია სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
• შეამოწმოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულებში სამართალშემოქმედებით სფეროში არსებული მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შემოწმების შედეგები აცნობოს უნივერსიტეტის რექტორს, რექტორის მოადგილეს;
• ჩაატაროს მონიტორინგი უნივერსიტეტში სამართალშემოქმედებითი მდგომარეობის შესახებ;
• კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავოს ადმინისტრაციული (სამართლებრივი) აქტების პროექტები.
პერსონალი
სამსახურის უფროსი - ზაქარია გოგუაძე
სპქციალისტი - კახა კუხალაშვილი
სპეციალისტი - მამუკა აშვეთია