2018 წლის 3 აგვისტოს, ქ. რიზეში საერთაშორისო „ჩაის, ტურიზმისა და სპორტის ზაფხულის სახეობების 29-ე ფესტივალი“ გაიხსნა, რომელშიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა კალათბურთის გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ღონისძიება ჩატარდა ქ. რიზეს მერიის სპორტულ კომპლექსში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, რიზეს გუბერნიაში საქართველოს საპატიო კონსულობის კანდიდატი ალი ილმაზი და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დღის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრებებში, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა კალათბურთის გუნდმა, რომელმაც გაიმარჯვა და ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.