საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მხარდაჭერით, იმართება შემოდგომის სკოლა ზუგდიდში თემაზე - „დემოკრატია და ძირითადი უფლებები“.
შემოდგომის სკოლაში მოწვეულია ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ჰარდი.
შემოდგომის სკოლის ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა: ზუგდიდი, 21-29 სექტემბერი.
ამ პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობა, სასტუმრო და კვება.
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფ სამართლის, ფილოსოფიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ მითითებულ მეილზე უნდა გამოაგზავნონ თავისუფალი ესსე თემაზე „დემოკრატია და ადამიანის უფლებები“.
ესსეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 16 სექტემბერი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.